Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციის კანდიდატად დასახელებისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს


„სხვა კანდიდატი ვერ იქნება ტოლი და სწორი „ქართული ოცნების“ კანდიდატის“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით. „მომეცით უფლება, რომ ეჭვი შევიტანო მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა, რომელსაც ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატზე შეთანხების პერსპექტივაც ეეჭვება.

„ქართულ ოცნებას“ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ მიუღია, ოპოზიციაში კი ადასტურებენ, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მათ ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს განიხილავს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს შორის უკვე დაწყებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG