Accessibility links

რუსეთმა რადიო თავისუფლება და „ეხო კავკაზა“, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა


რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიამ დაასახელა მასმედიის 12 ორგანიზაცია, რომლებიც, მათი აზრით, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თავმჯდომარე ანდრეი კლიმოვმა განაცხადა. დასახელებულ მედიასაშულებებს შორისაა რადიო თავისუფლება და მისი რამდენიმე პროექტი, მათ შორის „ეხო კავკაზა“ და ტელეარხი "ნამდვილი დრო“, ასევე „ყირიმი.რეალიები“, „კავკასია.რეალიები“, „ციმბირი.რეალიები“ და “Idel.რეალიები”. რადიო თავისუფლების გარდა ამ სიაში მოხვდნენ „ამერიკის ხმა“, „ბიბისი“, „დოიჩე ველე“, გამოცემა „მედუზა“ და რადიოსადგური IFR.კლიმოვმა განაცხადა: „ამ მედიასაშუალებებმა დაუშვეს აგიტაცია და პროპაგანდა „სიჩუმის დღეს“ და არ დაიცვეს პრეზიდენტობის კანდიდათასაქმიანობის თანაბარი გაშუქების პრინციპი“. კლიმოვის თქმით შესაძლოა ეს ორგანიზაციები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი ნორმებით შეიძლება მიეცენ პასუხისგებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG