Accessibility links

რუსეთის დუმა ამერიკული პროდუქციის აკრძალვაზე იმსჯელებს


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფი გამოვიდა ინიციატივით, აიკრძალოს ამერიკული პროდუქტების მთელი რიგი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ. დუმის სპიკერის მოადგილის, ივან მელნიკოვის განცხადებით ეს ასევე გამოიწვევს ეკონომიკური კავშირების შეზღუდვას. კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატა მომავალ კვირას განიხილავს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, გავა თუ არა ის არსებული ფორმით და უჭერს თუ არა მას მხარს კრემლი. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი დროდადრო პარლამენტს იყენებს უცხო ქვეყნებისთის მკაცრი მესიჯების გასაგზავნად, თუმცა ეს ყოველთვის არ გარდაისახება ხოლმე კონკრეტულ მოქმედებებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG