Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილ პრემიერს პოლიტიკური მოღვაწეობა აეკრძალა


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნავაზ შარიფს სამუდამოდ აუკრძალა პოლიტიკური მოღვაწეობა. ხუთი მოსამართლის გადაწყვეტილება 13 აპრილს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამოაცხადეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე. ანალიტიკოსების აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს წლის ბოლოსთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე. 68 წლის შარიფი სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერი. ის შარშან გადააყენეს მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები დაადანაშაულეს კორუფციულ საქმიანობაში.

XS
SM
MD
LG