Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი, თბილისის საპასუხოდ, ქართველ დიპლომატს გამოაძევებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყობას ნოტით მიმართა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს. ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით. მოსკოვის ეს ნაბიჯი პასუხია თბილისის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოცხადდა. საქართველო ერთ-ერთი იყო იმ 20 ქვეყანას შორის, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG