Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახაბერ ქემოკლიძემ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი დატოვა


კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ქემოკლიძე ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. იგი საქმიანობას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად. ამ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რადიო თავისუფლებას თავად კახაბერ ქემოკლიძემ დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქემოკლიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა​ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვინაობა სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, როცა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ შეხვედრას თვითონაც დაესწრება და მხარეების წარმომადგენლებს ქართული დელეგაციის ახალ მთავარ მომლაპარაკებელსაც წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG