Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილო ჯუკანოვიჩი: არჩევნების შედეგი ჩერნოგორიის "ევროპული მომავლის" გამარჯვებაა


ჩერნოგორიის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა, მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა. ჯუკანოვიჩმა, რომელიც ექვსჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და ერთხელ პრეზიდენტიც, განაცხადა, რომ მისი ტრიუმფი ადასტურებს "ჩერნოგორიის მყარ მისწრაფებას სვლა განაგრძოს ევროპისკენ". მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას, ჯუკანოვიჩმა თქვა, ეს ჩერნოგორიის ევროპული მომავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებააო. დამოუკიდებელი ცენტრის წინასწარი მონაცემებით, ჯუკანოვიჩმა ხმების 54 პროცენტი მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, მლადენ ბოიანიჩმა - 33 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG