Accessibility links

„ემპათია“ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ექსპერტიზისთვის საჭირო მასალებს ითხოვს


მარიამ ჯიშკარიანი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა დამატებითი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს იძლევა, თუკი დაცვისა და გამოძიების მხარეები ამას საჭიროდ მიიჩნევენ - განუცხადა რადიო თავისუფლებას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტმა 20 მარტს მონაწილეობა მიიღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში, რომლის დროსაც ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის სინჯები, ქსოვილოვანი მასალა, მოხდა რენტგენული კვლევა და გარეგნული დათვალიერება.

2018 წლის 12 აპრილს „ემპათიამ“ წერილობით მიმართა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და დამოუკიდებელი დასკვნის მომზადებისთვის საჭირო მასალა გამოითხოვა. „ემპათიამ“ ექსპერტიზის ბიუროდან გამოითხოვა რუსული ექსპერტიზის შედეგებიც. ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების მოპოვების შემთხვევაში, ცენტრი“ემპათია“ წარმოადგენს პირველად დასკვნას, სადაც შემდგომი მოქმედებებისთვის საჭირო რეკომენდაციებიც გაიწერება.

იმისთვის რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრულყოფილი, კომპლექსური ექსპერტიზა ჩატარდეს, მარიამ ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ საჭირო გახდება არა მარტო არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების ქსოვილოვანი მასალის გამოთხოვა, არამედ გარკვეული ტიპის სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციაც. კერძოდ, ცხინვალის იზოლატორის სამედიცინო ბარათი, ასევე იმ საავადმყოფოს სამედიცინო ბარათი, სადაც ვითომდა გადაყვანილი იყო არჩილ ტატუნაშვილი, იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ უნდა აღძრულიყო ცხინვალში და ასე შემდეგ. „ეს მასალები აქამდეც უნდა გამოეთხოვა დავუშვათ გამოძიებას, ან დაცვის მხარეს“-ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG