Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აჩერებს ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს


ჩრდილოეთი კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აჩერებს ბირთვული იარაღის და ბალისტიკური იარაღის გამოცდებს და დახურავს ბირთვული გამოცდების ობიექტს - იუწყება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იონჰაპი. "21 აპრილიდან ჩრდილოეთი კორეა შეაჩერებს ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას" - წერს იონჰაპი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. "ჩრდილოეთი კორეა დახურავს ბირთვული გამოცდების ობიექტს ქვეყნის ჩრდილოეთში, რათა დაამტკიცოს ბირთვული გამოცდების შეჩერების პირობა" - იონჰაპის თანახმად, ამას იუწყება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, KCNA. ამავე წყაროს ცნობით, ფხენიანი შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას ბირთვული იარაღის გამოცდის სრულად შესაჩერებლად. ამ განცხადების ფონია ახლო მომავალში მოსალოდნელი შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.

XS
SM
MD
LG