Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ დასავლეთ ბალკანეთთან სამიტის დეკლარაციის ტექსტზე


ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ შესძლო შიდა უთანხმოების გადალახვა და შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე სოფიაში, 17 მაისს. რეზოლუციის პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს 19 აპრილს, გვიან საღამოს. შემდეგ ის გაეგზავნება დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას, რომლებიც სამიტში მიღებენ მონაწილეობას - ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მაკედონიას, ჩერნოგორიესა და სერბიას. სამიტზე კოსოვოს ყოფნამ სირთულე შემატა ტექსტზე მუშაობას, რადგან ევროკავშირის ხუთი ქვეყანა - კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკია და ესპანეთი - არ აღიარებს პრიშტინის დამოუკიდებლობას. რადიო თავისუფლება ესაუბრა დიპლომატებს, რომელთა თქმით ამ ხუთიდან რამდენიმე არ ეთანხმებოდა დოკუმენტისთვის "დეკლარაციის" დარქმევას, იყო მოსაზრება, რომ დოკუმენტი მხოლოდ ევროკავშირს უნდა გაეფორმებინა, ბალკანეთის ქვეყნების გარეშე. დიპლომატები რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ ანონიმურობის დაცვის გარანტიით, რადგან არ ჰქონდათ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადებების გაკეთების უფლება.

XS
SM
MD
LG