Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სკოლები ათასობით მოსწავლემ დატოვა, ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის გასაპროტესტებლად


აშშ-ის მასშტაბით სკოლები პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვა ათასობით მოსწავლემ, რომლებიც გამოდიან ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის კანონების გამკაცრების მოთხოვნით, თებერვალში ფლორიდაში მომხდარი სროლის და სხვა მსგავსი შემთხვევების ფონზე. 20 აპრილს გამართული აქცია დაემთხვა კოლუმბაინის სკოლაში მომხდარი სროლის მეცხრამეტე წლისთავს - კოლორადოს შტატში მაშინ 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლეს. წელს, 14 თებერვალს პარკლენდის სკოლაში, ფლორიდაში 17 ადამიანი მოკლა ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა კაცმა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა 2600-ზე მეტი სკოლიდან და ინსტიტუტიდან. "დღეს პროაქტიულები უნდა ვიყოთ, ძალა უნდა მოგვემატოს და მთელი ეს ენერგია და სიბრაზე, რომელიც ახალგაზრდებს გვაქვს, პროდუქტიული ცვლილებისკენ უნდა მივმართოთ" - უთხრა სააგენტო როიტერსს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლეინ მერდოკმა. მოსწავლეებს ხელში ეჭირათ ბანერები ლოზუნგებით "მე ნიშნებზე უნდა ვღელავდე და არა იარაღზე" და 'საკმარისია".

XS
SM
MD
LG