Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აღარ გვაქვს "მორალური ვალდებულება" ასადს არ მივაწოდოთ S-300 რაკეტები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა მაღალი სიზუსტის, S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდოს თავის მოკავშირეს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, დასავლეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების ფონზე. სახელმწიფო სააგენტო RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თავს იკავებდა ასადის მთავრობისთვის ამგვარი შეიარაღების მიწოდებისგან, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ მას დასავლეთის ქვეყნები სთხოვდნენ ეს არ გაეკეთებინა. "ჩვენ მორალური ვალდებულება გვქონდა, დაახლოებით 10 წლის წინ პირობა დავდეთ, რომ ასადს [არ მივაწოდებდით S-300 რაკეტებს" - განაცხადა ლავროვმა და დასძინა: "მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებენ, ეს თხოვნა შევასრულეთ. ახლა კი აღარ გვაქვს ეს მორალური ვალდებულება". 14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 100-ზე მეტი რაკეტით დამბომბეს სირიის ობიექტები, რაც წარმოადგენდა პასუხს დასავლელი ოფიციალური პირების თქმით ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე ქალაქ დოუმაში, რომელსაც ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინტერვიუში ლავროვი ასევე ახადებს, რომ საჰაერო დარტყმების წინ რუსეთმა აშშ-ის წარმომადენლებს უთხრა სირიის რომელი ნაწილები წარმოადგენდა "წითელ ხაზებს" მოსკოვისთვის, და საჰაერო დარტყმებს ეს ხაზები არ დაურღვევიათ.

XS
SM
MD
LG