Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ქიმიური იარაღის ექსპერტები ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას სირიაში


ქიმიური იარაღის შემოწმების გლობალური სააგენტოს საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ სირიის ქალაქ დოუმაში, იმ ადგილას, სადაც, გავრცელებული ცნობებით, 7 აპრილს ქიმიური იარაღით განხორციელდა თავდასხმა. ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც იუწყება, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ექსპერტები დოუმაში ჩავიდნენ 21 აპრილს, დილით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ესპერტთა უსაფრთხოების გარანტიით გამოდის არა მხოლოდ სირიის მხარე, არამედ სირიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა. ექეპერტები სირიაში უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი სირიის მთავრობას ადანაშაულებენ ქიმიური იარაღით თავდასხმაში და გასულ კვირაში მათ საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიის სავარაუდო ქიმიური იარაღის ობიექტებზე. სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი უარყოფენ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას. ადგილობრივი აქტივისტების და სამედიცინო პერსონალის ცნობით, თავდასხმას ემსხვერპლა ათობით ადამიანი. თავდასხმის დროს დოუმა მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ იყო და ექვემდებარებოდა ინტენსიურ შეტევას სირიის მთავრობის ძალების მხრიდან. მეამბოხეებმა ქალაქი სავარაუდოდ ქიმიური იარაღით თავდასხმიდან რამდენიმე დღეში დათმეს.

XS
SM
MD
LG