23 აპრილს რუსთავში, მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ 15 000-მდე აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება გაზსადენის დაზიანების გამო. რუსთავის გაზგამანაწილებელ ქსელს ფლობს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“, რომლის თანამშრომლებმაც გაზსადენის მონაკვეთი ბუნებრივი აირისგან დაცალეს. „სოკარ ჯორჯია“, რომელიც ამჟამად არკვევს ავარიის მიზეზებს, აცხადებს, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას 24 აპრილს, დილიდან დაიწყებს. მათივე თქმით, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.
ყველაზე პოპულარული
1