Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივნად მაიკ პომპეოს არჩევას


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი მაიკ პომპეოს კანდიდატურას. მას ხმა მისცა კომიტეტის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა, 9 დემოკრატის წინააღმდეგ. სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი მიესალმა კომიტეტის მიერ მაიკ პომპეოს კანდიდატურის მხარდაჭერას. მაკკონელის განცხადებით, სენატში საკმარისი ხმებია იმისათვის, რომ პომპეო ამ კვირაშივე დაამტკიცონ სახელმწიფო მდივნად და აშშ-ს ეყოლება მთავარი დიპლომატი, რომელიც პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს. 2018 წლის 13 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნობიდან დაითხოვა რექს ტილერსონი და ამ თანამდებობაზე წარადგინა მაიკ პომპეო, რომელიც მანამდე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იყო. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტის ბოლოს, პომპეო საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა ფხენიანში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკების მოსამზადებლად.

XS
SM
MD
LG