Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი აფრთხილებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს


სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მან გააფრთხილა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი არ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა ანტისამთავრობო გამოსვლების გამო.

25 აპრილს საღამოს, ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლისას ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი ზოგიერთი დეპუტატი მზად არის განუდგეს კარაპეტიანს და მხარი დაუჭიროს „ხალხის კანდიდატს“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ კარაპეტიანს არ აქვს რუსეთის მხარდაჭერა, და რომ მან მიიღო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გარანტიები, რომ მოსკოვი არ ჩაერევა სომხეთის საშინაო საქმეებში.

ნიკოლ ფაშინიანმა გააფრხილა კარენ კარაპეტიანი, რომ „ხალხი დაბლოკავს“ პარლამენტის შენობას, თუკი ის შეეცდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახლებას: „ამ წუთიდან მე აგრეთვე ვაფრთხილებ კარენ კარაპეტიანს, არც კი შევიდეს სამთავრობო შენობაში. ჩვენ, ხალხმა გავიმარჯვეთ და არავინ უნდა გაბედოს ამ ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება“.

XS
SM
MD
LG