Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია "ქართულ ოცნებას" კვლავ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კვლავ უხელმძღვანელებს მისი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. „პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“ - განაცხადა 26 აპრილს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს "ყველაზე მეტად შეუძლია პარტიის თავმჯდომარის რანგში გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, შესძინოს შემდგომი განვითარების ახალი და მეტი დინამიკა, მეტი ეფექტურობისა და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს." პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, შემდეგ კი ყრილობა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლოაბსაც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ახალი იმპულსი იქნება პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და პირადად მისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG