Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ორი კორეის ლიდერების შეხვედრა


ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გადალახა საზღვარი სამხრეთ კორეასთან, სადაც მას დახვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჩე-ინი. ამით დაიწყო ორი კორეის პირველი სამიტი ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში. შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის დასრულებას და ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შეშფოთების გაფანტვას, რამდენიმე კვირით უსწრებს წინ კიმ ჩენ ინის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ორმა ლიდერმა ერთმანეთს ღიმილით ჩამოართვა ხელი, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინმა მუნ ჩე-ინს ჟესტით ანიშნა მასაც გადაეკვეთა საზღვარი. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საზღვრის მიღმა სიმბოლურად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რის შემდეგაც ისინი კვლავ სამხრეთის ტერიტორიას დაუბრუნდნენ. კიმ ჩენ ინი გახდა ჩრდილოეთი კორეის პირველი ლიდერი, რომელმაც 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ ფეხი დადგა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. შეხვედრის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალაში უნდა დატოვოს ჩრდილოეთი კორეისთვის დაკისრებული სანქციები მანამ, სანამ "კონკრეტული ცვლილებები" გამოჩნდება ფხენიანის ნაბიჯებში, და რომ ფხენიანზე ზეწოლა ჯერჯერობით არ უნდა შემცირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG