ბრიუსელი მასპინძლობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელსაც პირველად ესწრება აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. სააგენტო „როიტერსი“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღის წესრიგშია რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში და მოსკოვის მოქმედებები სირიაში. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ევროპის სამხრეთ საზღვართან უსაფრთხოების გაძლიერების გეგმას. მინისტრების დღევანდელი შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტისთვის, რომელიც ივლისში გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1