Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები სამოცივე უბნის მიხედვით


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებში, სამოცივე უბნის მიხედვით, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ - 57.86%. მოპოვებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა - 38.38%.

დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი - 0.46%; „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი - 0.22%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე - 1.47%; ხოლო საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ კოპალიანმა ხმების 1.61% მიიღო.

ცესკოს თანახმად, კენჭისყრაც და ხმის დათვლის პროცედურაც საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი). საოლქო საარჩევნო კომისიებში ხუთი საჩივარი დარეგისტრირდა. ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.

XS
SM
MD
LG