Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი


არონ უეს მიტჩელი
არონ უეს მიტჩელი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, არონ უეს მიტჩელი. ის შეხვდება პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 29 აპრილს, საღამოს არონ უეს მიტჩელს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

XS
SM
MD
LG