უკრაინა აფართოებს ფინანსურ და სხვა სახის სანქციებს, რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ - რითიც ირეკლავს აშშ-ის ნაბიჯებს მოსკოვის დასჯის მიზნით, მისი ქმედებებისთვის უკრაინასა და სხვაგან. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეს განცხადება 2 მაისს გააკეთა, მას შემდეგ რაც შეხვედრა გამართა უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოსთან. პოროშენკოს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება სანქციების სამიზნე ან როდის ამოქმედდება ისინი. თუმცა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი "ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ევროპის ცენტრში და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე". ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში პოროშენკო წერს: "[საბჭოს] დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახლადშემოღებული სანქციები კოორდინირებულია აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ". ევროპაში ქიმიური იარაღის შესახებ ცნობა ეხება ბრიტანეთის დასკვნას, რომ მარტში, ინგლისში, რუსი ორმაგი აგენტის ნერვული აირით მოწამვლის უკან რუსეთი იდგა. მოსკოვი ამას უარყოფს. ამავე დროს, რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მცხოვრებთ ნება დართო მონაწილეობა მიეღოთ რუსეთში მარტში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა იოლად გაიმარჯვა.
ყველაზე პოპულარული
1