Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობა ამბობს, რომ ზემანის მიერ ნახსენები ნერვული აგენტი არ იყო "ნოვიჩოკი"


ჩეხეთში დამზადებული ნერვული აგენტი, რომელიც პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა სატელევიზიო ინტერვიუში "ნოვიჩოკის" სახელით აღწერა, შეიცავდა სხვა ტიპის ტოქსინს, განსხვავებულს იმისგან, რომელიც, ბრიტანეთის განცხადებით, გამოყენებულ იქნა ყოფილი აგენტის მოსაწამლად - იუწყება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. "ნოვიჩოკი" პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა. ბრიტანეთმა ის ამოიცნო იმ მომწამვლელ აგენტში, რომელიც 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში გამოიყენეს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას წინააღმდეგ. ლონდონი მოწამვლაში ადანაშაულებს რუსეთს. სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც 2 მაისს გადაიცა, ზემანი აცხადებს, რომ ჩეხეთი მცირე რაოდენობით აწარმოებდა "ნოვიჩოკის" კატეგორიაში მყოფ ნერვულ აგენტს. კერძოდ, ზემანმა თქვა, რომ სამხედრო ანგარიშების თანახმად, მოწამვლის ინციდენტში ფიგურირებდა A-234-ის სახელით ცნობილი აგენტი, ჩეხეთის რესპუბლიკაში კი აწარმოებდნენ A-230-ის ტიპისას. "ჩვენ ვაწარმოებდით და ვინახავდით ნოვიჩოკს, მცირე რაოდენობით. ვიცით ეს სად იყო და როდის. მოდით, ნუ ვიფარისევლებთ. ამის თაობაზე არ უნდა ვიცრუოთ" - თქვა ზემანმა, რომელიც ცნობილია თავისი პრო-მოსკოვური შეხედულებებით. თუმცა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ნერვული ტოქსინი A-230 განსხვავდება "ნოვიჩოკის" სახელით ცნობილი ნივთიერებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG