Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში შიმშილობს ჯგუფი "დედები 328", ნარკოდანაშაულის სასჯელების გამო


ბელორუსიის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს სულ მცირე 14 ქალი, ისინი ითხოვენ ნარკოდანაშაულში ბრალდებების გამო დაპატიმრებული თავიანთი ოჯახის წევრების გათავისუფლებას ან სასჯელების გადასინჯვას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. მოშიმშილე ქალები თავიანთ ჯგუფს უწოდებენ სახელს "დედები 328", ბელორუსიის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის გამო, რომლის თანახმადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაული ითვალისწინებს ხუთიდან 25 წლამდე პატიმრობას. ქალების უმრავლესობამ შიმშილობა 27 აპრილს დაიწყო. აქციის მონაწილეები ბელორუსიის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. 2 მაისს შვიდმა მოშიმშილემ შეხვედრა გამართა პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ნატალია კაჩანავასთან და სთხოვა მათი მოთხოვნები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის გადაეცა. მას შემდეგ ლუკაშენკოს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია. 4 მაისს დანიშნული იყო მოშიმშილეთა შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, ალექსანდრ კანიუკთან, მაგრამ შეხვედრა ბოლო მომენტში გაუქმდა და მისი გადადების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG