ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, 9 მაისს ის მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და რეგიონის საკითხებს განიხილავს. ნეთანიაჰუს სამდივნო 5 მაისს აცხადებს, რომ ორი ლიდერის შეხვედრა შედგება კრემლში, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაესწრება გამარჯვების დღის ტრადიციულ აღლუმს - რომლითაც აღინიშნება საბჭოთა კავშირის გამარჯვება ნაცისტურ გერმანიაზე. ნეთანიაჰუ შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომ უნდა "გამოსწორდეს" ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების "ნაკლები". ხელშეკრულებას, რომლითაც თეირანს სანქციები მოეხსნა მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ, ხელი მოაწერეს რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა და ჩინეთმა. ვაშინგტონს ხელშეკრულებაში დარჩენისკენ მოუწოდებენ რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და ჩინეთი - მათი შეფასებით, ეს შეთანხმება საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ ირანმა ვერ მოიპოვოს ატომური იარაღი.