Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანის მაღაროებში მომხდარ ავარიებს

23 მაღაროელი დაიღუპა და 11 დაიჭრა პაკისტანის სამხრეთაღმოსავლეთში, ქვანახშირის ორ სხვადასხვა მაღაროში მომხდარი აფეთქებების შედეგად - აცხადებენ ოფიციალური პირები. მთავრობა იუწყება, რომ ბალოჩისტანის პროვინციაში, მარვარის მაღაროებში აფეთქება მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც მაღარომ კოლაფსი განიცადა, დაიღუპა 16 მაღაროელი. მსგავსი მიზეზებით მაღაროს ჩამონგრევის გამო კიდევ შვიდი მაღაროელი დაიღუპა სპინ კარეზის ტბასთან. პაკისტანში მაღაროებს უმეტესად ფლობს სახელმწიფო კომპანია, პაკისტანის მინერალების განვითარების კორპორაცია, რომელიც ბევრ მაღაროს იჯარით გასცემს კერძო კონტრაქტორებზე. ქვანახშირის მაღაროებში ავარიები ხშირია, რაც, ბევრის აზრით, უსაფრთხოების ზომების დაუცველობის ბრალია.

XS
SM
MD
LG