Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აკრიტიკებს ავღანეთის ჯარებს იერიშისათვის, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთში გაერის მხარდამჭერი მისიის ლოგო
ავღანეთში გაერის მხარდამჭერი მისიის ლოგო

ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისია აკრიტიკებს ავღანეთის უშიშროების ძალებს ავიაიერიშისათვის, რომელმაც, მისი ინფორმაციით, 36 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი შეიწირა. ავიაიერიში აპრილში მოეწყო ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში. 7 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს მისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მცდელობას, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო მსხვერპლი. მისი ინფორმაციით, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რაკეტები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს, როცა 2 აპრილს იერიში მიიტანეს რელიგიურ ცერემონიაზე ასობით მამაკაცისა და ბიჭის მონაწილეობით. ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ოპერაცია მიმართული იყო მაღალი რანგის თალიბი მეთაურების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG