აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერით წერს, რომ ირანთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 8 მაისს, ადგილობრივი დროით დღის 2 საათზე, თეთრ სახლში.
საქმე ეხება ირანთან 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აწერენ ხელს. ხელშეკრულებამ ირანს ფინანსური სანქციები შეუმსუბუქა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები 12 მაისამდე არ გამოასწორებენ ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელ ნაკლებს", ის აშშ-ს გაიყვანს შეთანხმებიდან. ტრამპის აზრით შეთანხმების პირობები არასაკმარისად მკაცრია. აშშ-სთან ერთად, ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ბრიტანეთი. ისინი ვაშინგტონს მოუწოდებენ არ დატოვოს შეთანხმება - ამ ქვეყნების აზრით, შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის შექმნა. ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თეირანი უარყოფს ტრამპის მოთხოვნებს ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.