Accessibility links

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია


ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტის ტრიბუნაზე. 2018 წლის 8 მაისი

სომხეთის პარლამენტმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციური ფრაქციის, „ელკის“ თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 105-დან 59-მა დეპუტატმა. ფაშინიანის წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 42-მა წევრმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას მხარი დაუჭირეს ფრაქციებმა „ელკმა,“ „დაშნაკციუთუნმა“ და „ცარუკიანმა“ და საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის დეპუტატთა ნაწილმა. პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდებოდა სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას კენჭი უყარა 1 მაისსაც, თუმცა, მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 45-მა დეპუტატმა. ხმა წინააღმდეგ მისცეს უმრავლესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა. ამას მოჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის განახლება, რის გამოც „რესპუბლიკური პარტია“ იძულებული გახდა პოზიცია შეეცვალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური იყო 23 აპრილიდან. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, სერჟ სარგსიანი. მის არჩევას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG