Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად მედვედევის კანდიდატურას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა დმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 7 მაისს გაიმართა პრეზიდენტად პუტინის მეექვსე ვადით ინაუგურაცია, რის შემდეგაც მან მალევე წარუდგინა პარლამენტის ქვედა პალატას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, 52 წლის დმიტრი მედვედევის კანდიდატურა. სახელმწიფო სათათბიროში უმრავლესობას ფლობს მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“, რომლის თავმჯდომარე სწორედ მედვედევია. 2008-2012 წლებში ის რუსეთის პრეზიდენტიც იყო, რის შემდეგაც ადგილი გაუცვალა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ პუტინს.

XS
SM
MD
LG