Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების 3 მიზეზს ასახელებს


„რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის რთული გადაწყვეტილება პირადი და ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობაზე. მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო ისეთი სამი გამოწვევის გამო, როგორებიცაა 1. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ დგომარეობის მუქ ფერებში წარმოჩენის მცდელობა 2. ოპოზიციის დესტრუქციულობა და 3 . ხელისუფლების შინგით არსებული გაუგებრობები.

XS
SM
MD
LG