Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი რვა პირი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და გამოეხმაურა თბილისში, ღამის კლუბებში, 12 მაისს გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის შესვლას. სამინისტრო იუწყება, რომ ის "3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი". მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში, მათ შორის "ბასიანში" და "გალერიში" პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლე კომენტარს, რომ მიმდინარეობს "საგამოძიებო მოქმედებები". მანამდე კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკით დაწერა, რომ ორივე კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა. "ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”– წერს ორაშვილი ფეისბუკზე.

XS
SM
MD
LG