Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ზურა ჯაფარიძე, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრები ავრცელებენ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ. მათი თქმით 6-მდე პოლიციელმა ის მოულოდნელად დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მას შემდეგ, რაც დაასრულა პირდაპირი ჩართვა სერგი გვარჯალაძესთან ერთად ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძემ სერგი გვარჯალაძეს მოუწოდა დაურეკოს შესაბამის უწყებებს და მოიპოვოს მეტი ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. სერგი გვარჯალაძის თქმით, მან უკვე უშედეგოდ სცადა დარეკვა, ასევე უშედეგოდ შეეცადა შსს-ში შესვლას, სადაც დაკავებულების ნაწილია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG