ამერიკულმა სარდლობამ ორი ავიაგამანადგურებელი, F-22 გაგზავნა ალიასკის სანაპიროსკენ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საჰაერო სივრცის ამოსაცნობ ზონაში შენიშნეს ორი რუსული ბომბდამშენი Tу-95. ტელეკომპანია CNN ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 11 მაისს, რუსული ბომბდამშენები დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ალიასკის სანაპიროს, თუმცა, აშშ-ის საჰაერო სივრცეში არ შესულან. F-22 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსულ ბომდამშენებს მეთვალყურეობას უწევდნენ, სანამ მათ ამოსაცნობი ზონა არ დატოვეს. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი Tу-95 გეგმურ ფრენას ახორციელებდა და საერთაშორისო შეთახმება არ დაურღვევია. რუსული ავიაგამანადგურებლები ალიასკის სანაპიროს 2017 წლის მაისშიც მიუახლოვდნენ.
ყველაზე პოპულარული
1