Accessibility links

15.00 საათზე პარლამენტის წინ განახლდა აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“, რომლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა ყვავილები მიიტანა „9 აპრილის“ მემორიალთან და ასე მიაგო პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას. პარლამენტის წინ ასევე შეკრებილი არიან კონტრაქციის მონაწილეები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს „9 აპრილის“ მემორიალზე აქციის მონაწილეთა ასვლისა და ცეკვის გამო და სცადეს ხელი შეეშალათ ბექა წიქარიშვილისათვის თაიგულით შეემკო „9 აპრილის“ მემორიალი. პარლამენტის წინ მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მხარეებს არ აძლევს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG