Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირისკენ კონტრაქციის მონაწილეები მიემართებიან


რუსთაველის გამზირისკენ, აღმაშენებლის გამზირის გავლით, მიემართებიან კონტრაქციის მონაწილეები, რომლებსაც უკეთიათ შინდისფერი სამკლაურები და სკანდირებენ, „საქართველო! საქართველო!“ „დიდება ერს, სიკვდილი მტერს!“ მსვლელობის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს „იბერიული ერთობის“ FB გვერდი. „ჩვენ არ გადავალთ მამა-პაპის წესს და არ დავუშვებთ ლგბტ პროპაგანდას და ნარკოტიკებით თავისუფალ ვაჭრობას“, - აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები. ისინი მიემართებიან 12 მაისს დაწყებული აქციის "ჩვენი თავისუფლების" გასაპროტესტებლად.

XS
SM
MD
LG