Accessibility links

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ


„უნდა გადადგეს შს მინისტრი და გადადგეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხმას არ იღებს და სამი დღეა იმალება. არ არის ეს ქვეყანა მისი? არ აინტერესებს ხალხს რა აწუხებს? რატომ არ იღებს ხმას! სადამდე გაგრძელდება მისი დუმილი?“ - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბაია პატარაიამ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, შს სამინისტრომ 12 მაისს დაარბია ბარები, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ არანაირი ნარკორეალიზატორები იქ არ ყოფილან და, შესაბამისად, იმ ღამეს ნარკორეალიზატორები არ დაუკავებიათ, რაც დაადასტურა კიდეც სახალხო დამცველმა. „სადამდეც გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის დუმილი, იქამდე გაგრძელდება ჩვენი აქციები“ - ითქვა აქციაზე გამოსვლისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG