Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" ინდონეზიაში ააფეთქა სამი ქრისტიანული ეკლესია


ინდონეზიის პოლიციის განცხადებით, ექვსი წევრისგან, მათ შორის ორი ბავშვისგან შემდგარმა ოჯახმა თავი აიფეთქა სამ ქრისტიანულ ეკლესიაში, ქალაქ სურაბაიაში - რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის ექვსივე თავდამსხმელი, დაიჭრა 41 პირი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს თავდამსხმელთა ვინაობის დადგენის პროცესი. პოლიცია ასევე იუწყება, რომ შეძლო კიდევ ერთ ეკლესიაში დამონტაჟებული ბომბის გაუვნებელყოფა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". ეს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმაა ინდონეზიის ქრისტიან უმცირესობაზე.

XS
SM
MD
LG