Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია მიმდინარეობს


კონტრაქციის მონაწილეები ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ შეეცადნენ, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შეეღწიათ ტერიტორიაზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც იმართება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია - „ჩვენი თავისუფლებისთვის“. 13 მაისს, მთელი დღის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები და მუქარის შემცველი განცხადებები აქციის მონაწილეთა მისამართით. მანამდე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა კონტრაქციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა. ის რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ცდილობდა მისულიყო საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც მეორე დღეა იმართება აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“. ბოლო ერთი საათის განმავლობაში პოლიციამ დააკავა კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, ავტობუსში იმყოფებიან. კონტრაქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG