Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის თქმით, ის თავად არის გამოხატვის თავისუფლების გარანტი


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიმართა ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილი აქციაზე „ჩვენი თავისუფლებისთვის“. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც, მათ შორის, ახალგაზრდების მონაპოვარიც არის.

„ის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა“ - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.“ გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, „ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.“

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის კვლავ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ექნება მკაცრი პოზიცია ნარკორეალიზატორების მიმართ და „გაცილებით უფრო ჰუმანური“ პოზიცია მომხმარებლების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG