Accessibility links

პარლამენტის წინ პოლიციის ძალების მობილიზება მიმდინარეობს


რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბული რჩება. მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაძლიერება, მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები. კონტრაქციის მონაწილეები ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ შეეცადნენ, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შეეღწიათ ტერიტორიაზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც იმართება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია - „ჩვენი თავისუფლებისთვის“. 13 მაისს, მთელი დღის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები და მუქარის შემცველი განცხადებები აქციის მონაწილეთა მისამართით. ბოლო საათების განმავლობაში პოლიციამ დააკავა კონტრაქციის ლიდერი გიორგი გაბედავა და მისი რამდენიმე თანამებრძოლი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG