Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი მზად არის, მივიდეს აქციის მონაწილეებთან


პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირზე
პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირზე

შს მინისტრი მზად არის, მივიდეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებთან, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან და მათთან ერთად განიხილოს 12 მაისს განვითარებული მოვლენები - კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. „მზად ვარ, ადგილზე ვუპასუხო დასმულ შეკითხვებს. მჯერა შევძლებთ, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოსვლისას. მინისტრის თქმით, რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში შექმნილი ვითარება დაძაბულად გამოიყურება, მაგრამ პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს. „პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჩვენს მოქალაქეებს შორის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. აქციის მონაწილეები თანახმა არიან, შეხვდნენ შს მინისტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG