Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია


რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სამართალდამცველების გაძლიერებული შემადგენლობა. პოლიციელები ყველა მხრიდან ორ მწკრივად დგანან კორდონში, რათა კონტრაქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხონ შეღწევა ტერიტორიაზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც იმყოფებიან მონაწილეები აქციისა „ჩვენი თავისუფლებისთვის“. თვითმხილველების ინფორმაციით, ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და მობილიზებულია წყლის ჭავლისთვის განკუთვნილი მანქანები. კონტრაქციის მონაწილეები ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ შეეცადნენ, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შეეღწიათ ტერიტორიაზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც იმართება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია. 13 მაისს, მთელი დღის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები და მუქარის შემცველი განცხადებები აქციის მონაწილეთა მისამართით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG