საპატრიარქოს განცხადებით, კონტრაქციის ჩატარების საფუძველი წარმოშვა „მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ“, რამაც „უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა“. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს)“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო, „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით“, მოუწოდებს ყველას, „ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად“, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რათა არ გახდნენ „სერიოზული პროვოკაციის“ მიზეზი.