Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი აქციის მონაწილეებს ხვდება


გიორგი გვახარია
გიორგი გვახარია

შს მინისტრი გიორგი გვახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს და მასში აქციის რამდენიმე ორგანიზატორი მონაწილეობს. აქციის მონაწილეებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა შს მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რამდენიმე საათის წინ გამოხატა. მან განაცხადა, რომ მზად არის, მივიდეს აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან და მათთან ერთად განიხილოს 12 მაისს განვითარებული მოვლენები - კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. „მზად ვარ, ადგილზე ვუპასუხო დასმულ შეკითხვებს. მჯერა შევძლებთ, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია და ერთად ვიპოვნოთ გამოსავალი“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, პოლიცია რუსთაველის გამზირზე ვითარებას სრულად აკონტროლებს და „გააკეთებს მაქსიმუმს“ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG