თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატები აპირებენ სასამართლოს მიმართონ ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ქალია და ერთი კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სამართალდამცავებმა 8 პირი 12 მაისს დააკავეს. იმავე ღამით სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას მოჰყვა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციის მხრიდან ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.
სასამართლო გადაწყვეტს აღკვეთის რა ზომას შეუფარდებს ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს

ყველაზე პოპულარული
1