Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიქარიშვილი: თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, აქციები გაგრძელდება


ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია და ინიციატივის აღება ფორმატის განსაზღვრაზე, რასაც მინისტრი დათანხმდა. წიქარიშვილის ინფორმაციით, ფორმატი იქნება წარმომადგენლობითი და მაქსიმალურად მოიცავს ჯგუფებს, რომლებიც ბოლო დღეებში აქტიურად იბრძოდნენ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად.

“დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბექა წიქარიშვილმა. მან „ყურითმოთრეული“ უწოდა საზოგადოების ნაწილის შეფასებას, რომ 12-13 მაისის საპროტესტო აქციების მონაწილეები ნარკოტიკების გამსაღებლებს იცავდნენ.

„ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა ლეგიტიმურია, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“ - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG