Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალისტური "ეროვნული ერთობის" ორი წევრი პოლიციაში იმყოფება


"ეროვნული ერთობის" წევრები. თბილისი, 2018 წლის 17 მაისი
"ეროვნული ერთობის" წევრები. თბილისი, 2018 წლის 17 მაისი

შსს-ს თანამშრომლებმა გამოკითხვის მიზნით, თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს ნაციონალისტური ორგანიზაციის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი. მათ პოლიციელებმა მიაკითხეს მეტროს სადგურ „რუსთაველთან,“ სადაც ორგანიზაციის წევრები იკრიბებოდნენ მსვლელობისთვის „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად. საქართველოს შსს-ში რადიო თავისუფლებას არ დაუკონკრეტეს საქმე, რომელსაც უკავშირდება „ეროვნული ერთობის“ წევრების გამოკითხვა. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ თბილისის პოლიციამ 15 მაისს დაიწყო გამოძიება „ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო. იმავე დღეს დაიკითხა ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი, გიორგი ჭელიძე. ნეონაცისტურმა ორგანიზაციამ 13 მაისს თბილისში გამართა საპროტესტო მსვლელობა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის საწინააღმდეგოდ. პოლიციამ „ეროვნული ერთობის“ წევრებს არ მისცა პარლამენტთან მიახლოების შესაძლებლობა. საპროტესტო მსვლელობის დროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭელიძე აცხადებდა, რომ “თუ გაგრძელდება აღვირახსნილობები," შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას შექმნიან და მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

XS
SM
MD
LG