Accessibility links

სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს


სერგეი და იულია სკრიპალები

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი. ინფორმაცია დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა. სოლსბერიში მცხოვრები 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს, უგონოდ აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სრკიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. იულია სკრიპალი საავადმყოფოდან 9 აპრილს გაწერეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. ორი წლის შემდეგ მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სკრიპალს მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG