Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ცნობით, ტეხასის სკოლაში სროლის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად ათამდე ადამიანია დაღუპული, უმეტესობა მათგანი სკოლის მოსწავლეა. შერიფ ედი გონზალესის ცნობით, მოკლულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მისივე ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი. სანტა-ფეს სკოლის „ტვიტერით“ გავრცელდა ცნობა, რომ ადგილზე აღმოჩენილია შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობები. სროლა დილის 8 საათზე, სკოლის დაწყებიდან მცირე ხანში ატყდა.

XS
SM
MD
LG